მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი

კომპანია: თიბისი ფეი

გამოქვეყნების თარიღი: Apr 28

დასრულების ვადა: May 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

უკვე 15 წელია, თიბისი ფეი ერთ-ერთი უმსხვილესი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია საქართველოში. კომპანია სრულადაა ფოკუსირებული მომხმარებელზე და გადახდის პროცესის მაქსიმალურად გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

თიბისი ფეის საშუალებით, მომენტალური გადახდები დღეს ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის, 24 საათის განმავლობაში.
თიბისი ფეის ქვეყნის მასშტაბით აქვს 4, 000-ზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალი, ასევე ციფრული პლატფორმები - ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია. კომპანიის არხებში სერვისების დიდი მრავალფეროვნებაა, აქტიური სერვისების რაოდენობა კი 1, 000-ს აღემატება.

ვაკანტური პოზიციის დასახელება: მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი

კომპანიის მიზანია, შეინარჩუნოს სწრაფი გადახდების ლიდერის პოზიცია და კიდევ უფრო განავითაროს პროფესიონალთა გუნდი.

სამუშაო მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციების გაწევა სერვისის სარგებლობის წესების შესახებ;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საჭიროებების მოგვარება;

განათლება:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

გამოცდილება:

არ არის აუცილებელი

პიროვნული თვისებები და უნარები/კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;

თიბისი ფეი / TBC PAY:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** განვითარების სურვილი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - მოქნილი გრაფიკი ცვლების მიხედვით;
** ანაზღაურება - ფიქსირებულს + საბონუსე სისტემა (მზარდი ანაზღაურებით)
** სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი, თბილისი

ბენეფიტები:

** მუდმივი განვითარების შესაძლებლობა - ცოდნის გაზიარება და უწყვეტი სწავლა
** სრული მხარდაჭერა ონბორდინგის პროცესში - ახალ პოზიციაზე ადაპტაციისთვის საჭირო რესურსები და მენტორინგი
** შიდა ტრენინგები და ვორქშოპები - პროფესიული უნარების გაუმჯობესება კომპანიის მხარდაჭერით
** დამატებითი 5 დასვენების დღე წელიწადში
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 6 თვე ანაზღაურებადი დეკრეტი
** გუნდის შეკრებები, გასვლითი გუნდური აქტივობები, მასტერკლასები, თიმბილდინგები
** გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი

რეზიუმეს განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მომხმარებელთა გამოცდილების მართვის სპეციალისტი".

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "თიბისი ფეი" (ს/კ 204559361, რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მარჯანიშვილის 7), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად, მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, მონაცემთა მითითებული ვადით შენახვა ხორციელდება შპს "თიბისი ფეის" კუთვნილი სათანადო ლიცენზიის ფარგლებში "Microsoft 365"-ის ღრუბლოვან სისტემაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე info@tbcpay.ge

თიბისი ფეი / TBC PAY:

შპს "თიბისი ფეი", როგორც მზარდი ორგანიზაცია ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის: რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის, ან ასეთის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge ან ანონიმური მხილების გზით: https://tbcpay.ge/anonymous-reporting

შპს "თიბისი ფეი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

თიბისი ფეი / TBC PAY

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს