კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: Fresnel

გამოქვეყნების თარიღი: Apr 28

დასრულების ვადა: May 28

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "ფრესნელი" (Fresnel) აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (B2B Sales Manager) პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია არის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სისტემური ინტეგრატორი და დისტრიბუტორი, რომელიც სახელმწიფო და HoReCa სექტორებს სთავაზობს მაღალი ხარისხის აუდიო, ვიდეო და ქსელურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვმუშაობთ უახლესი ტექნოლოგიებით და ვეხმარებით ბიზნესებს, ორგანიზაციებს თანამედროვე AV ინფრასტრუქტურის შექმნაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა
** პოტენციური კლიენტების საჭიროებების შეფასება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების დადება
** არსებულ კლიენტებთან კომუნიკაციის შენარჩუნება და ურთიერთობების გაღრმავება
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და კონკურენტული უპირატესობების ეფექტურად წარმოჩენა
** კლიენტებისთვის პერსონალიზებული შეთავაზებების მომზადება გუნდის სხვა წევრებთან ერთად
** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა

გუნდის ახალ წევრს მოეთხოვება:

** B2B გაყიდვებში მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (სასურველია AV ან IT სექტორში)
** მოლაპარაკებების წარმართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint)
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და ტექნიკურ დონეზე)

რას გთავაზობთ:

** ტრენინგებს ტექნოლოგიურ სფეროში
** საბონუსე სისტემას, რომელიც ზრდის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და ბალანსს პირად ცხოვრებასთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა)
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები

თუ ვაკანსიით დაინტერესდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sales@fresnel.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

"ფრესნელის" გუნდი გისურვებთ წარმატებას.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს