პროექტის მენეჯერი
კომპანია "ფრესნელი" (Fresnel) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის (Project Manager) პოზიციაზე.
ჩვენი კომპანია არის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სისტემური ინტეგრატორი და დისტრიბუტორი, რომელიც სახელმწიფო და HoReCa სექტორებს სთავაზობს მაღალი ხარისხის აუდიო, ვიდეო და ქსელურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვმუშაობთ უახლესი ტექნოლოგიებით და ვეხმარებით ბიზნესებს, ორგანიზაციებს თანამედროვე AV ინფრასტრუქტურის შექმნაში.
ვეძებთ ენერგიულ და ორგანიზებულ პროექტების მენეჯერს, რომელიც განახორციელებს AV სისტემების მონტაჟის პროცესის სრულ მართვას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** დაკონტრაქტებული პროექტების სრული ციკლის მართვა: დაგეგმვიდან ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე
** საინსტალაციო სამუშაოებისთვის შესაბამისი ტექნიკური პერსონალის მოძიება და შერჩევა
** პროდუქციის ტრანსპორტირების ორგანიზება ადგილობრივ ბაზარზე.
** ადგილობრივ ბაზარზე სახარჯი და საინსტალაციო მასალების მოძიება.
** ინსტალატორებთან პროექტის შეთანხმება და ზედამხედველობა, სამუშაოების თანმიმდევრობისა და ხარისხის კონტროლი
** დამკვეთებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად და შეთანხმების მისაღწევად.
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვაში და ხარჯების კონტროლში მონაწილეობა
** ობიექტზე ვიზიტი, შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი
გუნდის ახალ წევრს მოეთხოვება:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო, სამშენებლო ან ტექნიკური მიმართულებით)
** პროექტების მართვის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** ინგლისური ენის საბაზისო ან საშუალო დონეზე ცოდნა
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
რას გთავაზობთ:
** ტრენინგებს ტექნოლოგიურ სფეროში
** საბონუსე სისტემას, რომელიც ზრდის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკსა და ბალანსს პირად ცხოვრებასთან.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 7 (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა)
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 17:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსები
თუ ვაკანსიით დაინტერესდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: sales@fresnel.ge და სათაურის ველში მიუთითე ვაკანსიის დასახელება "პროექტის მენეჯერი".
ფრესნელის გუნდი გისურვებთ წარმატებას.