ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების მენეჯერი

კომპანია: ზანდრა ლაიფ საიენსი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 11

დასრულების ვადა: Aug 11

ადგილმდებარეობა: თბილისი

ფარმაცევტული კომპანია "ზანდრა ლაიფ საიენსის" უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მედიკამენტებსა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, დისტანციური.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ფარმაცევტული პროდუქტების პირველადი რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციისა და ცვლილებების პროცესის მართვა;
** სარეგისტრაციო დოსიეების მომზადება, გადამოწმება და წარდგენა საქართველოს მარეგულირებელ ორგანოებში;
** მარეგულირებელ ორგანოებთან ეფექტური კომუნიკაცია და დამატებითი ინფორმაციის დროული მიწოდება;
** უცხოელ მწარმოებლებთან/პარტნიორებთან კომუნიკაცია რეგისტრაციის საკითხებზე;
** სარეგისტრაციო დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და ვადების კონტროლი;
** მოქმედი კანონმდებლობისა და მარეგულირებელი მოთხოვნების მუდმივი მონიტორინგი;
** კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის, მედიცინის, ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** ფარმაცევტულ კომპანიაში რეგისტრაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საქართველოს ფარმაცევტული რეგულაციების ცოდნა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (წერითი და ზეპირი);
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ფლობა;
** დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: lobzhanidze.nino@zandralifesciences.com

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...