გაყიდვების კონსულტანტი
საათების მაღაზიათა ქსელი "GMT" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქალაქი თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი", აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მაღალსტანდარტული და კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** პროდუქციის მოწესრიგებულად განლაგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა
** პროდუქციის ფასების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა
** გაყიდული ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და პირობების დეტალურად გაცნობა მომხმარებლისთვის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** რუსული, ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
** ფიქსირებულ სახელფასო პროგრამას
** საბონუსე სისტემას, რომელიც აღირიცხება ფინანსურ პროგრამაში და ხელმისაწვდომია თანამშრომლისთვის ნებისმიერ დროს
** სამუშაო გრაფიკს: ყოველ მეორე დღეს 10:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
** თიბისი ჯანმრთელობის დაზღვევას
თუ თქვენს გამოცდილებასა და უნარებს შეესაბამება აღნიშნული მოთხოვნები, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე: info@gmt4.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს