მთავარი ბუღალტერი
"ძველი სუფრა" — ქართული კულტურით შთაგონებული სახლის ბრენდია, რომელიც 1998 წლიდან მასპინძლობისა და ერთად ყოფნის ტრადიციებს ალამაზებს.
გვჯერა, რომ ძლიერი ბიზნესი ძლიერი ფინანსური წესრიგით იწყება. სწორედ ამიტომ ვეძებთ მთავარ ბუღალტერს, რომელსაც შევძლებთ ვანდოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო პროცესები და ყოველდღიური ფინანსური სიზუსტე.
თუ პასუხისმგებლობას საკუთარ საქმედ აღიქვამ, გიყვარს წესრიგი და გადაწყვეტილებებს სიზუსტეზე აფუძნებ, სიამოვნებით გიხილავთ ჩვენს გუნდში.
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
** პრობლემებს დროულად ამჩნევ და გამოსავლის ძიება გიყვარს.
** დაკისრებულ ამოცანებს სრულად და დროულად ასრულებ და შედეგზე პასუხისმგებლობას იღებ.
** შეგიძლია დამოუკიდებლად მართო შენი მიმართულება.
** ზუსტ და მოწესრიგებულ მუშაობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.
** შეგიძლია ეფექტური კომუნიკაცია როგორც გუნდთან, ისე სახელმწიფო უწყებებსა და პარტნიორებთან.
რას გააკეთებ ჩვენთან?
** ფინანსური აღრიცხვა: უზრუნველყოფ კომპანიის ფინანსური ოპერაციების სრულყოფილ აღრიცხვას, მოქმედი საბუღალტრო სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
** საგადასახადო ადმინისტრირება: მოამზადებ და წარადგენ საგადასახადო დეკლარაციებს, უზრუნველყოფ გადასახადების სწორ და დროულ ადმინისტრირებას.
** საოპერაციო საქმიანობა: მართავ საბანკო ოპერაციებსა და თანამშრომელთა სახელფასო პროცესს.
** ფინანსური ანგარიშგება: მოამზადებ ფინანსურ ანგარიშგებებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სავალდებულო ფორმებსა და ხელმძღვანელობისთვის საჭირო პერიოდულ რეპორტებს.
** კონსულტირება: გაუწევ გუნდს პროფესიულ კონსულტაციას საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებზე.
** კონტროლი: უზრუნველყოფ ბუღალტრული ოპერაციების სიზუსტესა და მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან.
** დავალიანებების მართვა: გააკონტროლებ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს და უზრუნველყოფ შედარების აქტების გაფორმებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიაში.
** მთავარი ბუღალტრის ან შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა.
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება.
** MS Excel-ის კარგი ცოდნა.
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** იმუშავებ ქართულ პრემიუმ ბრენდში, რომელსაც ძლიერი მისია აქვს.
** გექნება მნიშვნელოვანი როლი კომპანიის ფინანსური წესრიგისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
** უშუალოდ ითანამშრომლებ კომპანიის დამფუძნებლებთან და მონაწილეობას მიიღებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
** გექნება შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილებით გააუმჯობესო ფინანსური და საბუღალტრო პროცესები.
** შენი პროფესიონალიზმი გახდება კომპანიის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
** კომპანია დააფინანსებს შენს პროფესიულ განვითარებას.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები ანაზღაურება: 3000 ₾
სამუშაო ადგილი და გრაფიკი:
** მისამართი: ნუცუბიძის ქ. #139
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი | 40-საათიანი სამუშაო კვირა
განაცხადის გამოგზავნა
თუ ფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: contact@oldsupra.ge. ელ. წერილის სათაურში მიუთითე: მთავარი ბუღალტერი - ძველი სუფრა.
გაითვალისწინე, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს