უფროსი აუდიტორი

კომპანია: ალგი აუდიტი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 11

დასრულების ვადა: Aug 11

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ალგი აუდიტი" წლებია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დახმარებას უწევს როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს იმ მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში, რასაც ბიზნესის წარმატებით წარმართვა ჰქვია.

სამუშაო პირობები:

პოზიცია: უფროსი აუდიტორი
მდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა, კომპანიის ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო დღეები და საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის დავალების დაგეგმვა, ზედამხედველობა და ანგარიშის წარდგენა აუდიტის მენეჯერისთვის;
** ამოცანების განაწილება აუდიტის გუნდში და დაქვემდებარებული რგოლის მიერ შესრულებული და დოკუმენტირებული სამუშაოს მიმოხილვა;
** აუდიტორის დასკვნებისა და სხვა შედეგობრივი დოკუმენტების შედგენაში მონაწილეობა;
** ტრანსფორმაციის უწყისის მომზადებაზე პასუხისმგებლობის აღება;
** ფინანსური ანგარიშგების მომზადება IFRS ან/და IFRS for SMEs სტანდარტების შესაბამისად (MS Word-ში);
** აუდიტორის მოსაზრების (არამოდიფიცირებული, მოდიფიცირებული და ა.შ.) წარდგენა აუდიტის მენეჯერთან სათანადო დასაბუთებით;
** გუნდის მხარდაჭერა წევრთა კომპეტენციის ამაღლების მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში;
** მინიმუმ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** ACCA-ის II დონის სერტიფიკატის ფლობა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ბუღალტრული და MS Office პროგრამების ცოდნა;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

როგორ დაგვიკავშირდეთ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@algiaudit.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უფროსი აუდიტორი".

წარმატებებს გისურვებთ!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი აუდიტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...