ბრენდ მენეჯერი
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის 134.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად) +ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის პორტფელის მართვა & განვითარება;
** ტექნიკური ტესტის წარმოება და შედეგების კონტროლი;
** უცხოელ მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** გაყიდვების დაგეგმვა, მათი ზრდა და შესრულების კონტროლი;
** ბრენდის ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** კონკურენტული გარემოს, ბაზრის ტენდენციების და ბრენდის ზრდის შესწავლა/ანალიზი;
** ფასწარმოქმნის პროცესის კონტროლი;
** პარტნიორ კომპანიებთან გეგემიური ვიზიტი;
** მენეჯერთან რეპორტინგი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
** გამოცდილება აუცილებელია მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბრენდმენეჯერის ან პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე საღებავების, სამშენებლო ქიმიის ან სამშენებლო მასალების სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რომელიმე უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; (B2 ; C1);
** მართვის მოწმობა B კატეგორია
პიროვნული მახასიათებლები:
** სტრატეგიული და სისტემური ხედვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი ადაპატაციის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
ჩვენთან გელოდებათ:
** კონკურენტული ანაზღაურება +შედეგებზე მიბმული საბონუსე სისტემა;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთერლობის დაზღვევა;
** Fitpass
** 24+4 საშვებულებო დღე;
** ავტომობილით უზრუნველყოფა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს