საწყობის მთავარი ოპერატორი
"რენეკო" წარმოადგენს აგროინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.
კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებით. ხოლო მომხმარებლებისთვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.
ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, ჩემი მარაგი, შენი კალათი, საკმაზი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/
კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მთავარი ოპერატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** კარგი ორგანიზაციული უნარები და ხელმძღვანელობის გამოცდილება.
** კომპიუტერული პროგრამების (ERP სისტემები, Excel) ცოდნა.
** სამუშაო პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფასა და ვირტუალურ სისტემაში სასაქონლო/მომსახურების ოპერაციების განხორციელება.
** კომპანიის განსაზღვრულ საქმიანობასა და პროცედურებთან დაკავშირებული ყველა დავალების შესრულება.
** საწყობში მიღებული პროდუქციისა და მასალების პროგრამაში ასახვა.
** საწყობიდან უკან დაბრუნებული პროდუქციისა და მასალების პროგრამაში ასახვა.
** სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებული მიწოდებისა და დაბრუნების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სისწორის/შესაბამისობის კონტროლი.
** სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მიწოდება.
** კომპანიის საწყობებს შორის სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი.
** კომპანიის სასაქონლო ზედნადებების პროგრამული შესაბამისობის კონტროლი და გაუქმება.
** უკან დაბრუნებული პროდუქციისა და მასალების პროგრამული დაშლა/გარდაქმნა.
** არ მიღებული პროდუქციისა და მასალების პროგრამული კონტროლი/წაშლა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი №25.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
** ანაზღაურება: 1500 ლარი.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** გუნდის მართვის უნარი.
** სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დავალებების სწორად დელეგირების უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: Vacancy@reneco.ge.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს