ლოგისტიკის სპეციალისტი

კომპანია: F.S. Mackenzie Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Aug 03

დასრულების ვადა: Sep 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"F.S. Mackenzie" სათავეს იღებს 1950-იანი წლებიდან ინგლისში და დღეს წარმოადგენს საერთაშორისო ლოგისტიკის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას. კომპანიის წარმომადგენლობები მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას — ევროპიდან აზიამდე, პარტნიორული ქსელი კი მთელს მსოფლიოს, რაც უზრუნველყოფს საიმედო და ეფექტურ ლოგისტიკურ მომსახურებას საერთაშორისო დონეზე.

იხილეთ კომპანიის ვებგვერდი: www.fsmlogistics.com

საქართველოს წარმომადგენლობაში - "F.S. Mackenzie Georgia", ვეძებთ გამოცდილ ლოგისტიკის სპეციალისტს.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული სატრანსპორტო მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** შეკვეთების პროგრამაში შეყვანა და აღრიცხვა;
** კომპანიის შიდა და პარტნიორულ ქსელთან ურთიერთობა და გადაზიდვების კოორდინაცია;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მიმდინარე სტატუსების განახლება;
** სატრანსპორტო, საბაჟო და კომერციული დოკუმენტაციის შესაბამისობის კონტროლი;
** კლიენტებისგან მისაღები და აგენტებისთვის ჩასარიცხი თანხების მონიტორინგი;
** მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ლოგისტიკის და გადაზიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გამოცდილება. დამატებით, საჰაერო, სახმელეთო ან/და სარკინიგზო გადაზიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სამუშაო დონეზე;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა აუცილებელია. სასურველია ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები;

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი და ყურადღებიანი;
** პარალელური ამოცანების ეფექტურად მართვა;
** სამუშაოს დაგეგმვა და დროის ეფექტური მართვა;
** გუნდურად მუშაობა და კოორდინაცია;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საპენსიო წილის ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მზარდ კომპანიაში და მეგობრულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

თუ დაინტერესებული ხართ შემოგვიერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@fsmac.ge. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსია მეილის სათაურში.

სასიამოვნო იქნება თუ გახდებით ჩვენი გუნდის ახალი წევრი.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ლოგისტიკის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...