მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი

კომპანია: McDonald’s Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jul 10

დასრულების ვადა: Aug 10

ადგილმდებარეობა: თბილისი

"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი - უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 საათებში.
** სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონიმენტი)
** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები
** პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00 - 15:00.

პოზიციის მიმოხილვა:

Supply Chain Specialist პასუხისმგებელია კომპანიის მომარაგების პროცესების ყოველდღიურ კოორდინაციაზე, სტრატეგიული შესყიდვების განხორციელებაზე, მარაგების ოპტიმიზაციასა და კონტროლზე, ლოგისტიკური პროცესების გამართულ ფუნქციონირებაზე, რისკების იდენტიფიცირებასა და მინიმიზაციაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტურ თანამშრომლობაზე, ასევე ახალი პროდუქტების მოძიების, დანერგვისა და იმპორტის პროცესების კოორდინაციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოგისტიკის კუთხით სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილების მიღება;
** კომპანიაში საჭირო პროდუქტების უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა, მარაგების კონტროლი.
** კრიტიკული მარაგების განსაზღვრა და სასაწყობე ფართის ათვისების მონიტორინგი;
** მომარაგების ჯაჭვის სრული ციკლის მართვა მომწოდებლიდან - მომხმარებლამდე.
** პროდუქტების თვისობრივი და ხარისხობრივი შესწავლა, მათი გაუმჯობესების გზების მოკვლევა და ხარისხობრივი კონტროლი.
** პრომო/დეგუსტაციის პროდუქციის ჩამოტანის სრული პროცესის მართვა კომპანიაში დამტკიცებული ბიზნეს პროცესის მიხედვით;
** პირდაპირი და არაპირდაპირი ალტერნატივების გამოვლენა შედარება და საუკეთესოს გამოვლენა, რეპორტინგი.
** ფასების ზუსტი განსაზღვრა პროგნოზირება რეპორტინგი.
** შესაძლო რისკების წინასწარი გამოვლენა, ანალიზი გადაჭრის გზების მოძიება.
** მოხმარების კონტროლი და გადახრების მონიტორინგი.
** ტრანსპორტირების საუკეთესო მარშუტების დაგეგმვა და კონტროლი.
** Contingency - გეგმის შემუშავება, შეთანხმება და საჭიროების შემთხვევეაში კრიზისული მდგომარეობის მართვა.
** Goods Account - სწორი შესყიდვების მონიტორინგი, გადახრების მოძიება და გამოსწორება.
** მომწოდებლებთან თანამშრომლობის პირობებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვა;
** უცხოელ მომწოდებლებთან მოლაპარაკების პროცესში ჩართულობა, შეკვეთების ფორმირება და მონიტორინგი;
** ახალი პროდუქტების მოკვლევიდან გაყიდვების შედეგების ანალიზამდე პროცესის მართვა
** Havi Logistic-თან კომუნიკაცია, სრული პროცესის მონიტორინგი;
** პროდუქციის ერთეულის ფასების გაანგარიშების რეპორტზე მუშაობა;
** მაკდონალდსის მხრიდან მომწოდებლებთან გაგზავნილი საჩივრების მონიტორინგი
** პროდუქციის მოხმარების პროგნოზირებაში მონაწილეობის მიღება და მომწოდებლებისთვის გაზიარება, მოთხოვნის შესაბამისად;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ახალი პარტნიორების მოძიება, საუკეთესო პირობების მომზადება შეთანხმება.
** ხელმძღვანელთან შეთანხმებით ახალი პროექტების მართვა;
** კომუნიკაცია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ფუნქციებთან; ჰავი/ტრეინინგ დეპარტამენტი/მარკეტინგი/ფინანსები/ოპერირება/ხარისხი;
** McDonalds Global Supply Chain-თან, DL და მეზობელ მარკეტებთან კომუნიკაცია;
** McDonald`s Global Supply Chain -ისთვის რეპორტების ანალიზი და მჭიდრო კომუნიკაცია
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მეზობელი ბაზრების პროდუქციის ანალიზი და ოპტიმალური მომწოდებლის შერჩევა; ახალი კონტრაგენტების მოძიება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
** კვების ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი;
** პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დინამიურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 20 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6a451156b46e4b5ccfda97ad

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მიწოდების ჯაჭვის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...