წარმოების მთავარი ბუღალტერი

კომპანია: Nexia Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Aug 03

დასრულების ვადა: Sep 03

ხელფასი: 4500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia Georgia აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ყოველივე ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00 ან 10:00-19:00), ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება - 4, 500 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადახდო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "წარმოების მთავარი ბუღალტერი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - წარმოების მთავარი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...