მიმღები-ადმინისტრატორი

კომპანია: სასტუმრო პურის მოედანი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 10

დასრულების ვადა: Aug 10

ხელფასი: 1050

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi" სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის Marco Polo Group Hospitality-ს წევრია.

"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს მიმღები-ადმინისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, 2 სამუშაო და 2 დასვენების დღე, მონაცვლეობით
ანაზღაურება: 1050 ლარი + საბონუსე სისტემა
საბონუსე სისტემა განისაზღვრება Booking.com-ის შეფასებების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

** თავაზიანი და სასიამოვნო, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს თანამშრომლებსა და სტუმრებთან
** სასტუმროში სტუმრების მიღებისა და განთავსების პროცესის მართვა, დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** სტუმრის რეგისტრაციისა (Check In) და გაცილების (Check Out) პროცედურების სრულყოფილი მართვა, სასტუმროში დადგენილი სტანდარტებისა და ელექტრონული სისტემის შესაბამისად
** ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის, სასტუმროს ოთახების, სერვისების, მათი ფასებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში სხვა რელევანტური ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** სტუმართა საჩივრების მიღება და ეფექტური მართვა
** შემოსული რეზერვაციების, ზარების, წერილების, მეილებისა და სხვა ტიპის კორესპონდენციის მართვა
** სტუმრებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ბარათების, გასაღებების და სხვა საჭირო ინვენტარის/მონაცემების მოგროვება/დამუშავება
** ცვლის დაწყებისა და დასრულების პროცედურების სრულყოფილი მართვა/განხორციელება (მათ შორის ცვლის გადაბარება და ინფორმაციის გაზიარება სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან)
** სასტუმროს სტუმრებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცედურის მართვა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სასტუმროს სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლებთან
** სტუმრის უკუკავშირის მიღება მათი გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით
** გასაუმჯობესებელ საკითხთა ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლიანობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობისა და Opera-ს სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

რატომ უნად გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

** განვითარების სივრცე სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდში ყოფნა ნიშნავს არამარტო ერთ პოზიციას, არამედ შესაძლებლობას — გადახვიდე სხვა ობიექტზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები რეალურ გარემოში.
** ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები landmarker Group-ში შემავალ სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი
** შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: HR@landmarkergroup.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მიმღები-ადმინისტრატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...