უმცროსი ხარჯების კონტროლიორი

კომპანია: McDonald’s Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Aug 03

დასრულების ვადა: Sep 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"მაკდონალდს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას Junior cost controller-ის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორაციული ნომერი;
** კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი - უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 18:00 საათებში.
** სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონემენტი)
** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები
** პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00 - 15:00.

პოზიციის მიმოხილვა:

Junior cost controller-ის ძირითადი პასუხისმგებლობაა კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი, ანალიზი და კონტროლი. პოზიცია უზრუნველყოფს Food Cost-ის, Waste-ის, Delivery-ის, Supply Chain-ის, Salad Factory-ისა და სადისტრიბუციო ცენტრის ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას, გადახრების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშების მომზადებასა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენას. ასევე, მონაწილეობს ბიუჯეტირების, ERP სისტემის განვითარებისა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის პროცესებში, კომპანიის ფინანსური ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის თვითღირებულების (COGS/Food Cost-ის), დანაკარგების (Waste) და Delivery-ის მიმართულებით ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ყოველკვირეული და ყოველთვიური მონიტორინგი და ანალიზი;
** გადახრების, ტენდენციებისა და რისკების იდენტიფიცირება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება;
** ERP სისტემაში მონაცემების, რეცეპტურებისა (Recipe Mapping) და ფინანსური ინფორმაციის სიზუსტის კონტროლი, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების მხარდაჭერა;
** რესტორნების კონსულტანტებთან, ფილიალების მენეჯერებთან და სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა გამოვლენილი საკითხების მართვისა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
** Salad Factory-ის, Supply Chain-ისა და Distribution Centre-ის ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და KPI-ების მონიტორინგის მხარდაჭერა;
** შესყიდვების ფასების, CAPEX პროექტების, მომწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფინანსური ანალიზის პროცესში მონაწილეობა;
** ERP სისტემისა და ფინანსური პროცესების გაუმჯობესების ინიციატივებში მონაწილეობა, ანგარიშგებისა და მონაცემთა ანალიზის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია სარესტორნო, კვების, საცალო ვაჭრობის ან ლოჯისტიკის სფეროში);
** დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება, მათ შორის ERP სისტემებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებით;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები;
** პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი;
** პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დინამიკურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე მოცემულ ბმულზე 2026 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6a70332b0bff9f4b55e9ee86

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ხარჯების კონტროლიორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...