რეგიონული მიმართულების მენეჯერი
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის რეგიონული მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.
შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.
ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:
** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00. შესვენება: 14:00-15:00
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: დარიცხული 3775 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მთის დეპარტამენტების სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** მთის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება (სხვადასხვა ტიპის სამეურნეო საქონლის შესყიდვის უზრუნველყოფა);
** შესყიდული საქონლის სრული ლოგისტიკური პროცესის უზრუნველყოფა (შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი);
** შესყიდულ საქონელთან დაკავშირებით საწყობების მართვის სამსახურთან კოორდინაცია;
** თბილისის ოფისისა და სტრუქტურული ერთეულების სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საქონლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესყიდვა (სპეციფიკური სამთო და IT მიმართულებების გარდა);
** თბილისის ოფისში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;
** თბილისის ოფისის საჭიროებებისთვის აუცილებელი მომსახურებების განსაზღვრა და უზრუნველყოფა;
** შესყიდული საქონლისა და მომსახურების სრული ლოგისტიკური პროცესის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი;
** დიასახლისების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკოსის სამუშაოს დაგეგმვა და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სავალდებულოა MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook)-ის ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Vacancy@mta.ski 2026 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 1 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს