გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ელექტრონული კომერციის აკადემია

გამოქვეყნების თარიღი: Jul 03

დასრულების ვადა: Aug 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ელექტრონული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ელექტრონული აკადემია წამყვანი სასწავლო და ტრენინგ ცენტრია. 2019 წლიდან აქტიურად ვმოქმედებთ ქართულ ბაზარზე, ხოლო ჩვენი გუნდი განათლებისა და ტრენინგების სფეროში 24 - წლიან გამოცდილებას აერთიანებს. ინდივიდუალურ და კორპორატიულ მომხმარებლებს ვთავაზობთ თანამედროვე, პრაქტიკულ ტრენინგებს სხვადასხვა მოთხოვნად სფეროში. ჩვენი მიზანია, ხარისხიანი სწავლების საშუალებით ხელი შევუწყოთ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და ახალი გაყიდვების შესაძლებლობების მოძიება;
** ჩვენი პროდუქტებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ტრენინგების შეთავაზება;
** სატელეფონო და ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული მოთხოვნების დროული დამუშავება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა - პირველი კომუნიკაციიდან რეგისტრაციის დასრულებამდე;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და გაგზავნა;
** კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება, შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება და განსაზღვრული KPI-ების მიღწევა;
** მომხმარებელთა მონაცემების მართვა და გაყიდვების ეტაპების განახლება;
** ტრენინგების ჯგუფების შევსების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების მუდმივი ანალიზი;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა გაყიდვების მხარდამჭერი კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** გაყიდვების შედეგების დღიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება.

რას ველოდებით კანდიდატისგან:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება (სასურველია საგანმანათლებლო ან B2B სექტორში);
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** შედეგზე ორიენტირებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ფიქსირებული ანაზღაურება + საბონუსე სისტემა;
** სრული სამუშაო განაკვეთი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას №3.

ჩვენ გთავაზობთ:

პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
"ელექტრონული აკადემიის" ტრენინგებზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობას;

მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: info@eacademy.ge და ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2026.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მხოლოდ შერჩევისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. რეზიუმის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით აღნიშნული პირობებით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...