აზიური კერძების მზარეული

კომპანია: სუშიკო

გამოქვეყნების თარიღი: Aug 02

დასრულების ვადა: Sep 02

ადგილმდებარეობა: თბილისი

"რესტორანი სუშიკო", რომელიც მდებარეობს ვერაზე, კორნელი კეკელიძის 14, აცხადებს ვაკანსიას საღამოს ცვლის აზიური კერძების გამოცდილი მზარეულების პოზიციაზე.

გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi

ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს.

გვაქვს საღამოს ცვლები: სუშის მზარეულის 2 ვაკანსია

დასაქმებულს ვთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს,
** ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას,
** პროფესიულ ზრდას,
** მეგობრულ გარემოს,
** დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე,
** კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.

გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს - ანაზღაურება ერთი სამუშაო ცვლის 85 ლარი (net), გვაქვს 8 საათიანი ცვლები, შესაბამისად ერთი თვის ხელფასი 1900 ლარი (net) და მეტიც გამოდის.

სამუშაო გრაფიკი:

** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2 -ზე;
** ხუთი საღამო მუშაობს და 2 დღე-ღამე ისვენებს;
** საღამოს ცვლა 19.00 სთ-დან 03.00 სთ -მდე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სუშის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** გამოცდილება სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით,
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661

ან გამოაგზავნეთ თქვენი CV მეილზე: sushikorecruting@gmail.com აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება: სუშის მზარეული.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - აზიური კერძების მზარეული

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...