დისტრიბუტორი

კომპანია: სულაკაურის გამომცემლობა

გამოქვეყნების თარიღი: Jul 03

დასრულების ვადა: Aug 03

ადგილმდებარეობა: თბილისი

"სულაკაური" 27 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა - გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური "სულაკაურთან" ერთად.

"სულაკაური" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** "სულაკაურის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დროული მიწოდება ობიექტებისთვის, დისტრიბუციის მენეჯერის მიერ დამუშავებული მარშრუტების მიხედვით;
** მისთვის განკუთვნილი შეკვეთების საბუთების გამოთხოვა ოპერატორისგან (ზედნადები, ჩეკი, მისათვლელი ქვითარი…) საწყობიდან მითვლა და სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობისა მიხედვით მისი მიწოდება;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
** პროდუქტის შესაბამის პირობებში, უსაფრთხოდ და დაზიანების გარეშე ტრანსპორტირება;
** ობიექტების მიხედვით პროდუქტის ზუსტი რაოდენობის მობრუნება დადგენილ ვადებში;
** სამართავად გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა და შეფერხებების დროულად მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** დღის ბოლოს საკუთარი ტვირთის მიწოდების საბუთების ჩაბარება შესაბამის ოპერატორთან;
** დღის ბოლოს საკუთარი ტვირთის მიწოდების ანგარიშის ჩაბარება უშუალო ხელმძღვანელთან;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია (სასურველია C კატეგორიაც)
** მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება
** ქუჩების ცოდნა
** დისტრიბუტორის საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული ავტომობილის ექსპლუატაციის, ყოველდღიური ტექნიკური კონტროლისა და უსაფრთხო გამოყენების საბაზისო ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ყურადღებიანობა და ოპერატიულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა 31 ივლისამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (დისტრიბუტორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

კანდიდატი შეირჩევა ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ორ კვირიან ტრენინგს და პრაქტიკულ სტაჟირებას.

"სულაკაური" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სულაკაურის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - დისტრიბუტორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...