მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: აგროჰაბი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 01

დასრულების ვადა: Sep 01

ადგილმდებარეობა: თბილისი

აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
** სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან, პარტნიორებთან, დიზაინერებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** კონტენტის წარმოების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
** კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი, პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა, KPI-ების განსაზღვრა და ანგარიშგების მომზადება;
** პრომო აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
** სასპონსორო შეთავაზებების განხილვა, უკუკავშირის დაბრუნება;
** ღონისძიებების დაგეგმვა და გარე პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ახალი მარკეტინგული ინიციატივების შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საშუალო და დიდი მასშტაბის მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** უცხო ენების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@agrohub.ge.

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მარკეტინგის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...