შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: ტრანსპორტერი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 01

დასრულების ვადა: Sep 01

ხელფასი: 1700

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი.

ძირითადი პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 70
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ, კვირაში 2 დღე დასვენება (1 ცვლა დაისვენებს- კვირა-ორშაბათს, მე-2 ცვლა - პარასკევი-შაბათს)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლარი ხელზე ასაღები, მესამე თვიდან 1000 ლარიანი საბონუსე სისტემა გეგმის შესრულების მიხედვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება, სასურველია პრემიუმ სეგმენტში, ავტო/მოტო ან ტექნიკის სფეროში
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა კარგ სამომხმარებლო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული კლიენტების პროფესიული კონსულტირება, პროდუქტების სრულყოფილი გაცნობა, შეთავაზება და გაყიდვა;
** გაყიდვის პროცესის უზრუნველყოფა - კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, პროგრამაში გატარება, ანგარიშსწორება, კლიენტის სრულყოფილი ინფორმირება ტექნიკის გამოყენებაზე;
** შოურუმის მოწესრიგებული მდგომარეობის უზრუნველყოფა, პროდუქციის განთავსების ოპტიმიზაცია;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი, კომპანიის მიმართ ლოიალობაზე და გაყიდვებზე ორიენტირებული ურთიერთობების მართვა.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

31 აგვისტოს გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად,

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. პირისპირ გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/dzFRNBGd

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...