ექიმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში

კომპანია: ნიუ ჰოსპიტალსი

გამოქვეყნების თარიღი: Aug 01

დასრულების ვადა: Sep 01

ადგილმდებარეობა: თბილისი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის პოზიციაზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი გადაუდებელ მედიცინაში;
** მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული სტანდარტების მიხედვით;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** გულისხმიერება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 30.08.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ექიმი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...