საქმის მწარმოებელი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ.
განაკვეთი: არასრული, ორშაბათი - პარასკევი 13:00-18:00 (კვირაში 25 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვის კოორდინაცია;
** პერსონალის პირადი საქმეების და განცხადებების მიღება, დამუშავება და წარმოება;
** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად;
** დოკუმენტებისა და ბლანკების ფორმების შემუშავება;
** დოკუმენტების გადაცემა დირექციისა და შემსრულებლებისთვის, მათი შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება დირექციისთვის;
** დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა — დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გასული დოკუმენტების დაგზავნა;
** ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მათი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ;
** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** იურისტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების შევსება/გადამისამართება;
** დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი;
** სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი;
** შესრულებული დოკუმენტების ჩამოწერა და საქმეში მოთავსება;
** საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება;
** საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად;
** საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა;
** არქივიდან ცნობების, ბრძანებების ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა;
** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, outlook)
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის წესების ცოდნა); ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@glasswork.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს