მიმღები-ოპერატორი

კომპანია: ჩემი ოფისი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 02

დასრულების ვადა: Aug 02

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "ჩემი ოფისი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

"ჩემი ოფისი" გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიეთ ვებგვერდს: https://myo.ge

სამუშაო ადგილი: დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით მიღება და პროგრამული აღრიცხვა;
** მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება, უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** ტექნიკური გუნდის დახმარება მარტივი საორგანიზაციო და გადაადგილების სამუშაოებში;
** სამუშაო სივრცის სისუფთავის შენარჩუნებაში მონაწილეობა, მათ შორის ნარჩენების გატანა;
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** გუნდში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმღები-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მიმღები-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...