უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი

კომპანია: Gulf Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jul 02

დასრულების ვადა: Aug 02

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "გალფი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღეები: შაბათი-კვირა).
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N34, პიქსელი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და შესაბამისი ფაილების წარმოება;
** ანალიტიკური პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;
** მონაცემთა ბაზების ანალიზი და შედეგების შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება;
** სხვადასხვა დეპარტამენტის ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** პროგნოზების მომზადება და რეკომენდაციების შემუშავება;
** ბონუსების კალკულაცია და გეგმების განსაზღვრა;
** მიმდინარე პროექტების მხარდაჭერა;
** საჭიროების მიხედვით, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მსგავსი მიმართულებით;
** სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
** მონაცემთა ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Power BI-ის საბაზისო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** 1C/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა და პროაქტიული მიდგომა;
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური თანამშრომლობის უნარი;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობისა და ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/Resume და საკონტაქტო ინფორმაცია.

https://gulf.selfrecruit.ge/s/rnyOv

"გალფი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისა და გამოხმაურებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...