ვიზუალური მერჩენდაიზერი
"ATELIER OUTLET" / "ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე, რომელიც გემოვნებითა და სტანდარტების დაცვით წარმოაჩენს პროდუქციას მაღაზიაში.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაკე/დიღომი
გრაფიკი: 09:30-18:30 (დასვენება — 2 დღე)
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან;
** FITPASS;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
აუცილებელი მოთხოვნები:
** Fashion ინდუსტრიაში ვიზუალური მერჩენდაიზერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა;
მოვალეობები:
** კოლექციის განახლება მაღაზიაში;
** კედლებისა და რეილების ვიზუალის შექმნა;
** პროდუქციის მოწესრიგება/მოვლა;
** წესრიგის მუდმივი კონტროლი;
** ვიტრინისა და მანეკენების პერიოდული ცვლილება;
** კოლექციის განახლებისას ფოტო-რეპორტის წარმოება;
** სხვადასხვა სექციისთვის ვიზუალური FOCUS წერტილების შექმნა;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge
Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს