მოლარე-კონსულტანტი
"ATELIER OUTLET" / "ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: ვაკე, ჭავჭავაძის 74ბ (ვაკის პარკთან)
სრული განაკვეთი: 10:00-20:30/14:00-22:00 (კვირაში 40 საათი)
12 საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე)
ნახევარი განაკვეთი: 10:00-14:00/18:00-22:00 (კვირაში 20 საათი)
ანაზღაურება:
** სრული განაკვეთი 1100 ლარი + ბონუსი
** ნახევარი განაკვეთი 550 ლარი + ბონუსი
ბენეფიტები:
** პროფესიული განვითარება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად
** FITPASS
აუცილებელი მოთხოვნა:
** პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის შეთავაზებების აქტიური გაზიარება, კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა...
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი
** პროდუქციის მოვლა
** გასახდელის მონიტორინგი
თუ გსურთ შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV - vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს