კონსულტანტი
"ATELIER OUTLET" / "ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: დიღომი
სამუშაო გრაფიკი:
** სრული განაკვეთი: 10:00-20:30 / 14:00-22:00 (კვირაში 40 საათი);
** 12-საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე);
** ნახევარი განაკვეთი: 10:00-14:00 / 18:00-22:00 (კვირაში 20 საათი);
ანაზღაურება:
** სრული განაკვეთი — 1100 ლარი + ბონუსი;
** ნახევარი განაკვეთი — 550 ლარი + ბონუსი;
ბენეფიტები:
** პროფესიული განვითარება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად;
** FITPASS;
აუცილებელი მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მისი საჭიროებების დადგენა;
** პროდუქციის წესრიგის, რაოდენობის, ზომებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** გასახდელის მონიტორინგი;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ტანსაცმლის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ-მაღაზიის თანამშრომელი, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge
Subject ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო განაკვეთი.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს