მაღაზიის მენეჯერი

კომპანია: სუპერმარკეტების ქსელი კალათა

გამოქვეყნების თარიღი: Jun 30

დასრულების ვადა: Jul 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

"დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.

ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ "შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.

ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.

"დეილი ჯგუფის" ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნესეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს.

მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.

"დეილი ჯგუფს" მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.

"დეილი ჯგუფში" ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://kalata.selfrecruit.ge/s/Hdt7

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მაღაზიის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...