ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ
ფუნქცია-მოვალეობები
** ERP სისტემის მომხმარებლების მხარდაჭერა — პრობლემების იდენტიფიცირება, მოგვარება/გადამისამართება და მონიტორინგი;
** მომხმარებელთა პროფილების, როლებისა და წვდომების მართვაში ჩართულობა;
** შიდა გადაცემების (ინვენტარის მოძრაობის) პროცესის მონიტორინგი და დოკუმენტური კონტროლი;
** სალაროს ჩახურვისა და ამოხურვის პროცესში მონაწილეობა;
** ნეგატიური ნაშთების (წითელი ნაშთების) კონტროლი — ERP სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით მინუსში გასული პროდუქციის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** ფასდაკლებებისა და აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა — სისტემაში აქციური ციკლების შექმნა, ფასის ცვლადობის მართვა;
** ვაუჩერების შექმნა და გაწერა apex სისტემაში;
** პროდუქტების იმპორტი — Excel ან სხვა ფორმატებიდან პროდუქტების მონაცემთა ატვირთვა;
** ახალი ფუნქციონალის ტესტირებაში მონაწილეობა და საწყისი უკუკავშირის მიწოდება;
** ტესტირებული მოდულების მონიტორინგი — სისტემური ქცევის შეფასება სტანდარტებთან შედარებით;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება და გამართვა;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა, საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროექტების (სასურველია IT პროექტების) მართვის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან (Databases) მუშაობის ან ადმინისტრირების გამოცდილება;
** API ინტეგრაციების, სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლის პროცესების ან მესამე მხარის სერვისებთან ინტეგრაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობა;
** სწავლების უნარი;
** საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი;
** ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და გაანალიზების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge. გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "ERP სისტემის უმცროსი სპეციალისტი".
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს