გაყიდვების აგენტი
ესპანური წარმოების ბუნებრივი და ეკოლოგიური საღებავებისა და დაფარვების კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიაში "გრაფენსტოუნი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** გაყიდვებში, პრეზენტაციებსა და მოლაპარაკებებში 2-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი და B კატეგორიის მართვის მოწმობა.
საქმე/მოვალეობა:
** კომპანიის პროდუქციის კარგად ცოდნა;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, გაყიდვების პროცესების და მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია;
** მომხმარებელთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება/დამატება და ფორმირება;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი შესრულებულ სამუშაოებსა და სამოქმედო გეგმებზე;
** გაყიდვების სტრატეგიაზე გუნდთან ერთად მუშაობა და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ზრდის პროცესის მუდმივი ხელშეწყობა.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობა;
** ენერგიულობა;
** დახვეწილი საუბრის მანერა, ინფორმაციის სწორად გადაცემის უნარი;
** მოლაპარაკების დაგეგმვისა და წარმოების უნარი;
** მუდმივად სწავლა და განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო, აქტიურ და გამოწვევებით სავსე გარემოს;
** პროფესიონალთა გუნდს;
** სატელეფონო ულიმიტო სასაუბრო დროს;
** გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას; სასწავლო ტრეინინგებსა და პროგრამებს; საბონუსე სისტემა განხილვადია შერჩეულ კანდიდატთან;
** წარმატებული თანამშრომლები გაივლიან ტრეინინგს ესპანეთში, სათაო ოფისში.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@graphenstone.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "აგენტი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს