წარმოების უფროსი
მრავალწლიანი გამოცდილების პურ-პროდუქტების კომპანია "იფქლი დიღომი" ერთ-ერთ საწარმოში აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების პროცესების ორგანიზება, პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხარისხიანი შესრულების კონტროლი;
** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა;
** ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით
** გუნდის მართვის გამოცდილება
** შედეგებზე ორიენტირება
ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ipklihr@gmail.com, და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს