იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო
სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00 -18:30)
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება, განხილვა და სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;
** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების (ნასყიდობის, ნარდობის, მომსახურების, საპროექტო და სხვა) შედგენა, შეთანხმებასა და მოლაპარაკებების პროცესში სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** კომპანიის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა სახელმწიფო უწყებებში, სასამართლო ორგანოებსა და ფიზიკურ/იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
** სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, მართვა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიების, ნებართვებისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცესების სამართლებრივი უზრუნველყოფა საჯარო რეესტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
** კომპანიის შიდა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, გადაწყვეტილებები, რეგულაციები და სხვა) მომზადება;
** კომპანიის დეპარტამენტების სამართლებრივი მხარდაჭერა და კონსულტირება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან/კლიენტებთან სამართლებრივ საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება;
** იურიდიული განყოფილების საქმიანობის ორგანიზება, პროცესების მართვა და გუნდის კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
** იურიდიულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
** უძრავი ქონების, სამშენებლო, დეველოპერულ, ინფრასტრუქტურულ ან მომიჯნავე სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სახელშეკრულებო და უძრავი ქონების სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
** სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო რეესტრთან და სასამართლო ორგანოებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ეფექტურად ფლობა.
პიროვნული უნარები:
** ლიდერული და მენეჯერული უნარები;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** მოლაპარაკებების ეფექტიანად წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკური სტანდარტების დაცვა;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას;
** მზარდ ანაზღაურებას შესრულების შეფასებისა და მიღწეული შედეგების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელფოსტაზე hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი".
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს