საავტომობილო სერვისის მრჩევლი

კომპანია: Peugeot Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jul 31

დასრულების ვადა: Aug 31

ადგილმდებარეობა: თბილისი

"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზე.

პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.
შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.

ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00;
შაბათი 10:00-14:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ბრენდის მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა, მათზე ზრუნვა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში;
** კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კალკულაცია და ინვოისის მომზადება;
** საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია;
** სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა;
** შეკვეთილი ნაწილების და აქსესუარების მიწოდების ვადების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული გეგმური სერვისის შეხსენების მიზნით;
** ახალი ავტომობილების გაყიდვის და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა;
** ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში (Microsoft Office -Word, Excel, PowerPoint, Outlook & Google Workspace -Docs, Sheets, Gmail) მუშაობის გამოცდილება და საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ადამიანების გულწრფელი დახმარების სურვილი;
** დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, თბილისი.
დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: career@peugeot-georgia.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საავტომობილო სერვისის მრჩევლი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...