გაყიდვების წარმომადგენელი / გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: Bosphorus Imports

გამოქვეყნების თარიღი: Jun 30

დასრულების ვადა: Jul 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Bosphorus.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენი კომპანია ახორციელებს FMCG პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში. პროდუქცია მიეწოდება სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, მათ შორის: მაღაზიებს, კაფეებს, რესტორნებს, ყავის სივრცეებს და HoReCa სექტორის სხვა წარმომადგენლებს.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ახალი კლიენტების მოძიებაში, პროდუქტის წარდგენასა და გაყიდვების ზრდაში.

დასაქმების ადგილი: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული ან ნახევარი განაკვეთი - შეთანხმებით
თანამშრომლობის პერიოდი: 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვებზე მიბმული ბონუსი.
გამოსაცდელი / საპროექტო პერიოდი: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა;
** კორპორატიულ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** პროდუქტის წარდგენა და მისი უპირატესობების სწორად ახსნა;
** პროდუქტის სპეციფიკაციების შესწავლა და კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ზარების, მიმოწერისა და შეხვედრების წარმოება/ორგანიზება;
** დაინტერესებული კლიენტებისთვის შეთავაზებების მომზადება და მიწოდება;
** შეკვეთების მიღება და კლიენტთან შემდგომი კომუნიკაცია;
** არსებული კლიენტების პერიოდული მონიტორინგი და განმეორებითი შეკვეთების ხელშეწყობა;
** გაყიდვების შედეგების მოკლე რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია გამოცდილება FMCG, HoReCa, retail ან დისტრიბუციის სფეროში;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება შესაძლოა ჩაითვალოს უპირატესობად;
** საბაზისო Excel / Google Sheets ცოდნა;
** სასურველია თბილისის კაფე-რესტორნების, მაღაზიების ან retail ბაზრის ზოგადი ცოდნა.

საჭირო უნარები:

** კომუნიკაბელურობა და აქტიური გაყიდვების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივიანობა;
** პროდუქტის სწრაფად შესწავლის უნარი;
** დეტალებზე ყურადღება და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
** შესაძლებლობას, რომ ზაფხულის პერიოდში მოკლევადიანად დასაქმდეთ და ორივე მხარის სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა გაგრძელდეს გრძელვადიანად;
** მზარდ პროდუქტზე მუშაობის შესაძლებლობას;
** მოქნილ და პრაქტიკულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@bosphorus.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "გაყიდვების მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომელთა გამოცდილება და პროფილი შესაბამისობაში იქნება პოზიციის მოთხოვნებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების წარმომადგენელი / გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...