CNC დანადგარის ოპერატორი

კომპანია: ფაბრიკონი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 29

დასრულების ვადა: Jul 29

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე.

კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს.

"ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მის საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით.

ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

ფაბრიკონი თავის გუნდში ეძებს კანდიდატს CNC დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** მეტალის საღუნი დანადგარის ოპერირება;
** ნახაზებისა და ინსტრუქციების მიხედვით სხვადასხვა სისქის მეტალის დეტალების სწორად და ეფექტურად ღუნვა.

სამუშაო უნარ-ჩვევები:

** მეტალის საღუნ დანადგართან მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია კარგი არითმეტიკული უნარების ფლობა;
** ნახაზების კითხვა, სასურველია დამაკმაყოფილებელ დონეზე;
** სასურველია QCAD პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** სწრაფი
** კეთილსინდისიერი
** ხელმარჯვე

ჩვენს რას გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კვება
** ფიტნესი
** ჯამრთელობის დაზღვევა.

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, საღამოს ცვლა 18:00 - 23:00
** მდებარეობა: ქ. თბილისი, რუსუდან ჩხეტიანის N16

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ,

** გამოაგზავნეთ თქვენი CV: hr@gardis.ge
** დაგვირეკეთ მობ 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - CNC დანადგარის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...