ლოგისტიკის სპეციალისტი
შპს "BWL Logistics"-ში აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათამდე
** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
მოვალეობები:
** ლოგისტიკური დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (CRM, ინვოისი და სხვა);
** სატრანსპორტო ხარჯების/ტარიფების ზუსტი გაანგარიშება;
** აგენტებთან კომუნიკაცია (ფრახტის დათვლა, ბუქინგი);
** ყოველდღიური გადაზიდვების მონიტორინგი და პარტნიორებთან ინფორმაციის გაცვლა;
** ტვირთების მოძრაობის სრული ციკლის დოკუმენტური აღრიცხვა და მონიტორინგი;
** პარტნიორების ინფორმირება ტვირთის სტატუსისა და სავარაუდო ჩასვლის ვადებზე;
** შიდა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა;
** კომპანიის ERP სისტემის დანერგვის შემდგომ პროცესებში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** CMR-ის და HBL დამოუკიდებლად შედგენა, საბაჟო წესების შესაბამისად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** სასურველია საოპერაციო პროცესების პრაქტიკული ცოდნა: ფრახტების დათვლა; ბუქინგების ორგანიზება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel აუცილებელია);
** ინფორმაციის სწრაფად დამუშავებისა და ორგანიზების უნარი;
** საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების ზოგადი ცოდნა;
** ლოჯისტიკურ ან სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელია), რუსული — სასურველია
უნარები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალების მიმართ ყურადღება;
** დისციპლინირებულობა.
კომპანიაში დაგხვდებათ:
** კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები.
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო.
თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@bwl.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "BWL LOGISTICS"-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "BWL LOGISTICS"-ისთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს