მარკეტინგის კოორდინატორი

კომპანია: NB Dental

გამოქვეყნების თარიღი: Jul 31

დასრულების ვადა: Aug 31

ადგილმდებარეობა: თბილისი

"NB Dental" - ნინო ბერიძის კლინიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ საერთაშორისო სტანდარტის თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც 16 წელზე მეტია პაციენტებს სთავაზობს ინოვაციურ და მაღალი ხარისხის მომსახურებას. NB Dental - ადგილი, სადაც ზრუნვა, პროფესიონალიზმი და ემპათია ერთიანდება.

ეს პოზიცია განკუთვნილია ადამიანისთვის, რომელსაც მოსწონს არა მხოლოდ იდეების დაგეგმვა, არამედ მათი ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელება, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი.

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ

ძირითადი სამუშაო აღწერილობა:

** მარკეტინგის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პროექტებისა და აქტივობების კოორდინაცია;
** მარკეტინგული კალენდრისა და დავალებების შესრულების ვადების მონიტორინგი;
** სხვადასხვა დეპარტამენტიდან საჭირო ინფორმაციისა და მასალების შეგროვება და ორგანიზება;
** შიდა გუნდებთან და გარე პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაციის კოორდინაცია;
** პროექტების შესრულების ეტაპების კონტროლი და პასუხისმგებელი პირებისგან სტატუსების მიღება;
** შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დაფიქსირება და მათი შესრულების კონტროლი (Follow-up);
** შესრულებული სამუშაოების შესახებ მარტივი ანგარიშებისა და სტატუსების მომზადება მარკეტინგის ხელმძღვანელისთვის;
** მარკეტინგული პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობის მხარდაჭერა და ხელმძღვანელის სხვა ოპერაციული დავალებების შესრულება.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

** ფლობს მარკეტინგის სფეროში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას;
** შეუძლია ერთდროულად რამდენიმე პროექტის ეფექტურად მართვა;
** კომფორტულად თანამშრომლობს დიზაინერებთან, კონტენტ კრეატორებთან და მომწოდებლებთან;
** მიზნად ისახავს ბიზნესის ზრდის მხარდაჭერას ეფექტური მარკეტინგული აქტივობებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და პროფესიონალ გუნდს;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:
career@nbdental.ge. გთხოვთ, subject მიუთითოთ: "მარკეტინგის კოორდინატორი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მარკეტინგის კოორდინატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...