უფროსი იურისტი

კომპანია:

გამოქვეყნების თარიღი: Jun 29

დასრულების ვადა: Jul 29

ადგილმდებარეობა: თბილისი

"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა/რევიზია;
** კორპორაციული დოკუმენტების შედგენა;
** კომპანიისთვის ზეპირი და წერილობითი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა სფეროში;
** კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირების წინაშე, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტების წინაშე;
** კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს სასამართლოებსა და დავების გადაწყვეტის სხვა ორგანოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართალში, მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში ჩაითვლება უპირატესობად;
** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში (უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც კერძო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება აქვთ);
** ქართული და ინგლისური ენების წერითი და ზეპირი ცოდნა მაღალ დონეზე;
** შესანიშნავი კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარები;
** MS Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უფროსი იურისტი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი იურისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...