დირექტორის ასისტენტი
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია შპს "ფი ქეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ადმინისტრაციული მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** დირექტორის საორგანიზაციო და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** კომპანიის სტუმრებთან, თანამშრომლებთან, კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია.
** სხვადასხვა დოკუმენტაციის და ფაილების მოწესრიგება;
** შიდა სააღრიცხვო პროგრამის მონიტორინგი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (C1);
** ქართული ენის გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების (Word, Excel, Outlook, PowerPoint) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური უნარ-ჩვევების ქონა;
** სააღრიცხვო სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 3
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, განიხილება არასრულიც;
ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:30;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "დირექტორის ასისტენტი".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯიას (ს/ნ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს