ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

კომპანია: კონტაქტჰოუმი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 30

დასრულების ვადა: Aug 30

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

Kontakt-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტს რომელიც:

** ვიდეო კამერის საშუალებით დააკვირდება ჩვენს ფილიალებს და კომპანიის პროდუქციას;
** დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ხელმძღვანელს;

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მსგავს სფეროში გამოცდილება;
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს სწრაფი რეაგირების უნარი;

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** საუკეთესო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშო კვირა;
** ფინანსური მოტივაცია: 1000 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "ვიდეო მონიტორინგის თანამშრომელი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 აგვისტო, 2026

წარმატებებს გისურვებთ!

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...