ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი

კომპანია: CHARTER-LINK

გამოქვეყნების თარიღი: Jun 29

დასრულების ვადა: Jul 29

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენი კომპანია უკვე 13 წელია წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ლოგისტიკურ ბაზარზე. სექტორში არსებული მყარი პოზიციონირება და დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის მულტიმოდალური სერვისები. გუნდის გაფართოების მიზნით, ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ პროფესიონალს.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო გადაზიდვების (საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო) სრული საოპერაციო ციკლის მართვა და კონტროლი;
** გაყიდვების გუნდის (Sales Department) მხარდაჭერა: შემოსული მოთხოვნების საოპერაციო დამუშავება, ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა და ტარიფების კალკულაცია;
** რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა საერთაშორისო აგენტებთან (განსაკუთრებით აზიისა და ჩინეთის მიმართულებით, ასევე ევროპის და თურქეთის), საზღვაო ხაზებთან და ადგილობრივ ქვეკონტრაქტორებთანაც;
** ახალი პარტნიორი სატრანსპორტო კომპანიებისა და სერვისის მომწოდებლების მოძიება, საუკეთესო პირობების მოპოვება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** ტვირთების მოძრაობის უწყვეტი მონიტორინგი, პრობლემური სიტუაციების ოპერატიული გადაჭრა და კლიენტებისთვის/გუნდისთვის ყოველდღიური სტატუს-რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის ან ლოგისტიკის მიმართულებით);
** საერთაშორისო გადაზიდვების/ლოგისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
** ინგლისური და რუსული ენების სავალდებულო ცოდნა B2 (სამუშაო) დონეზე (როგორც წერილობითი, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის);
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების ნიჭი;
** სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1500-2500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
** მოქნილ და მზარდ საბონუსე სისტემას, რომელიც პირდაპირ არის მიბმული საოპერაციო ეფექტურობაზე;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მიმდინარე წლის 29 ივლისის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: info@charter-link.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Logistics Manager"

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ლოგისტიკის ოპერაციების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...