ERP სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით

კომპანია: სამშენებლო კომპანია ანაგი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 30

დასრულების ვადა: Aug 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ERP სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით.

სტაჟირების განმავლობაში შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ფინანსურ, IT, შესყიდვების, საწყობისა და სხვა ბიზნეს მიმართულებების გუნდებთან, გაეცნობა თანამედროვე ERP სისტემის მუშაობის პრინციპებს და მონაწილეობას მიიღებს კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს ERP სისტემების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ERP სისტემაში მონაცემების ვალიდაციის პროცესში მონაწილეობა;
** ბიზნეს პროცესების გაცნობა და მათი ERP სისტემაში სწორად ასახვის პროცესში მონაწილეობა;
** შიდა მომხმარებლების მხარდაჭერა ERP სისტემის ყოველდღიური გამოყენების პროცესში;
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზში მონაწილეობა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ტექნიკური დავალებების მომზადებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;
** ERP სისტემის განვითარების პროცესში ვენდორსა და შიდა გუნდებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** მონაცემთა ხარისხისა და სიზუსტის კონტროლის პროცესებში მონაწილეობა;
** ERP სისტემის ტესტირებასა და ახალი ფუნქციონალის დანერგვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატი.

** სასურველი მიმართულებები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიები;
** ბიზნესის ადმინისტრირება;
** ფინანსები;
** ბუღალტერია;
** საინფორმაციო სისტემები;
** ინჟინერია;
** MS Excel-ის კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფი სწავლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ტექნოლოგიებისა და ბიზნეს პროცესების მიმართ ინტერესი.

რას გთავაზობთ?

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ERP პროექტში;
** მენტორობას გამოცდილი ფინანსური, IT და ბიზნეს პროცესების სპეციალისტებისგან;
** თანამედროვე ბიზნეს პროცესების სიღრმისეულ გაცნობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** წარმატებული სტაჟირების შემდეგ დასაქმების პერსპექტივას.

დამატებითი ინფორმაცია:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1-საათიანი შესვენებით);
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 37/39.
შერჩევის ეტაპები
** ზოგადი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების ტესტირება;
** გასაუბრება.

განაცხადის მიღება:

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@anagi.ge 2026 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.

ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ERP სისტემების ადმინისტრირების სტაჟირება".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ERP სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...