დამხმარე ბუღალტერი
გიწვევთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და დაიკავოთ სასტუმროების დამხმარე ბუღალტრის პოზიცია.
"Gino Seaside Tbilisi Trademark Collection By Wyndham" და "Idea Collection by Gino Hotels" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქუჩა N 20
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და წარმოებაში ჩართულობა;
** პირველადი და სხვა ბუღალტრული დოკუმენტაციის გადამოწმება, სისწორის უზრუნველყოფა, ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა და ფიზიკური დაარქივება;
** რეალიზაციის ოპერაციების პროგრამულად ასახვაში ჩართულობა;
** მიღებული ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი და შესყიდვების პროგრამაში გატარებაში ჩართულობა;
** ხელფასების ბუღალტრული აღრიცხვაში ჩართულობა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში უფროსი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა სახის დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.
აუცილებელი ცოდნა & უნარები
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 გადასახადების ადმინისტრირების შესახებ;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220 დაქირავებულისთვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ;
** Microsoft Office (Word, Excel);
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა ORIS 5 და ORIS 7 - სასურველია.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს