ამბასადორი
ჩვენ ვართ "ალტა" — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.
"ალტა" მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.
შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდის ამბასადორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძე (სითი მოლი), თბილისი ცენტრალი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
** გაყიდვებში ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესია;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ბრენდისა და პროდუქტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქტის სრული მახასიათებლების მომხმარებლისთვის გაცნობა;
** მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
** საგამოფენო სივრცის მოწესრიგება და მომზადება;
** პროდუქტის ვარგისიანობის შემოწმება გაყიდვამდე;
** პრომო აქციებში აქტიური მონაწილეობა;
** კონკურენტული ბაზრის მონიტორინგი და ინფორმაციის მიწოდება.
პიროვნული თვისებები:
** მომხმარებელზე ორიენტირება და გაყიდვების კომპეტენცია;
** პასუხისმგებლობა;
** მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ინტერესი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://hel-ai.com/apply/CCC4lhLc
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს