ტექნიკური ინჟინრის დამხმარე

კომპანია: სასტუმრო Gino Seaside Tbilisi

გამოქვეყნების თარიღი: Jul 30

დასრულების ვადა: Aug 30

ხელფასი: 1100

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ჯინო ჰოლდინგი" ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორებში. ჰოლდინგის პორტფელი აერთიანებს არაერთ წარმატებულ პროექტს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კომპანიის პროექტებს შორისაა Gino Aquapark, ველნესი და სპა, სასტუმროები მცხეთასა და რაბათში, თბილისის პირველი რეზორტული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი "თბილისის ბულვარი", სასტუმრო GINO Seaside, Trademark Collection by Wyndham, ასევე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისის ცენტრალურ ნაწილში.

"სასტუმრო Gino Seaside, Trademark Collection by Wyndham" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ინჟინრის დამხმარეს პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკური ინჟინრის დახმარება ყოველდღიური ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულებაში;
** საინჟინრო სისტემების (ელექტროობა, სანტექნიკა, გათბობა-გაგრილება და სხვა) ტექნიკური მომსახურების პროცესში მონაწილეობა;
** ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრაში მონაწილეობა;
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური ინსტრუმენტების გამოყენების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა და გუნდური მუშაობის უნარი;

აუცილებელი უნარები

** ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ანაზღაურება 1100 ლარი (NET)
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით და დაზღვევით უზრუნველყოფა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვირეკოთ ნომერზე 598 919 194

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ტექნიკური ინჟინრის დამხმარე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...