ოფისის მენეჯერი

კომპანია: ოტიუმ დეველოპმენტი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 29

დასრულების ვადა: Jul 29

ხელფასი: 1500

ადგილმდებარეობა: თბილისი

უძრავი ქონების სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია "ოტიუმი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ოტიუმ დეველოპმენტი 2023 წლიდან ოპერირებს უძრავი ქონების ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განვითარება დაიწყო-თბილისში, ბათუმსა და ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზება და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** საოფისე მასალების, საკანცელარიო ნივთებისა და სხვა საჭირო პროდუქტების მარაგების კონტროლი და შესყიდვების ორგანიზება;
** საქმიანი ვიზიტების/მივლინებების კოორდინირება, ავიაბილეთების, სასტუმროებისა და ტრანსპორტის დაჯავშნა/შეძენა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპოებისა და ღონისძიებების მოძიება, შეფასება და მონიტორინგი, მათზე დეტალური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
** ოფისში შემოსული სტუმრების მიღება და გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტში;
** ტელეფონზე შემოსული ზარების მონიტორინგი და გადამისამართება;
** ელ. ფოსტის მონიტორინგი;
** კომპანიის პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
** ხელმძღვანელის პირადი შეხვედრების დაგეგმვა;
** შეხვედრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითებით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფის მენეჯერის, ასისტენტის ან მსგავს ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული მეტყველებისა და წერითი უნარები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. იოსებიძის #73
ფიქსირებული ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო საათები: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 დან 18:00 საათამდე, შაბათი დღე - 12:00 დან 17:00 საათამდე (თვეში ორი შაბათი დღე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@otium.ge გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად.

თქვენს მიერ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოფისის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...