წარმოების მთავარი ბუღალტერი

კომპანია: ფოლადის სახლი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 29

დასრულების ვადა: Jul 29

ხელფასი: 3500

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ფოლადის სახლი" - ლითონის სამშენებლო მასალების მსხვილი იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი წარმოების მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ვაზიანის წრესთან (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და კონტროლი;
** წარმოებისგან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** სრული საბუღალტრო აღრიცხვის მართვა, თვის დახურვის დედლაინების დაცვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა, საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, სასურველია წამოების სექტორში;
** საქართველოს საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, პროგრამა Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** MS Excel-ის საშუალო დონეზე ფლობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კომპანიის მასშტაბებიდან გამომდინარე პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** ტრანსპორტირებასთან და კვებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ ფოსტაზე: Hr@poladissakhli.ge. სათაურით "მთავარი ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - წარმოების მთავარი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...