საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების სპეციალისტი

კომპანია: ტერაბანკი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 30

დასრულების ვადა: Aug 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ტერაბანკში" საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და ანგარიშსწორების სპეციალისტს ვეძებთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკრედიტო საგადახდო დავალებების დამუშავება და ავტორიზაცია საბანკო პროგრამაში;
** სალარო საკრედიტო გადახდის ოპერაციების RTGS სისტემით შესრულების უზრუნველყოფა;
** RTGS სისტემით მიღებული ჩარიცხვების/ჩამოჭრების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მინიჭება;
** ბანკის კლიენტების სასარგებლოდ მიღებული ჩარიცხვის ოპერაციების დამუშავება/კლიენტების ანგარიშებზე ასახვა;
** ლარებში "გაურკვეველი თანხების" მონიტორინგი და მათი დროული დამუშავება;
** დისტანციური არხებით მიღებული შეტყობინებების მონიტორინგი და შესრულება ანგარიშსწორების კუთხით;
** საბანკო პროგრამაში შესრულებულ ოპერაციებზე (საკრედიტო, სადებეტო) შესაბამისი ITRS კოდების მინიჭება;
** ბანკებთან განხორციელებულ გარიგებეთან (CASH, FX, DEPO, LOAN, SWAP, FORWARD, OPTION, TREASURY BILLS, CD, TREASURY NOTES) დაკავშირებული ოპერაციების ასახვა და შესაბამისი სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი;შესაბამისი შეტყობინებების (MT300, MT320, MT399, MT202) SWIFT სისტემაში გენერაცია და ვერიფიკაცია;
** სავალუტო საკრედიტო გადახდის ოპერაციების SWIFT სისტემებში დამუშავება და ვერიფიკაცია;
** დისტანციური არხებით მიღებული ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შეტყობინებების მონიტორინგი და შესრულება განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
** საჭიროების შემთხვევაში (მაგ. ახალი მოდულის ან/და ახალი პროდუქტის დანერგვა) შესაბამისი ტესტირებების წარმოება და პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში;
** შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ინფორმირება;
** ბანკის სტრუქტურული ერთეულებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევა ჯგუფის საქმიანობიდან გამომდინარე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრის ხარისხი საბანკო საქმე/ფინანსები/მენეჯმენტი
** საბანკო-საფინანსო სექტორში შესაბამისი პროფილით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft office (Excell, Word, Powerpoint, Outlook)
** პროგრამები: ALTA, RTGS სრულყოფილად ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე (3 დღე ოფისში, 2 დღე დისტანციურად)
** ფიქსირებული ხელფასი + წლიური ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება | საკორესპონდენტო ურთიერთობებისა და ანგარიშსწორების სპეციალისტი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12 აგვისტო.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.

ტერაბანკმა მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშავოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საკორესპონდენტო ურთიერთობების და ანგარიშსწორების სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...