პროდუქტის მენეჯერი

კომპანია: Setanta Bet

გამოქვეყნების თარიღი: Jul 30

დასრულების ვადა: Aug 30

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)
სამუშაო საათები: სტანდარტული სამუშაო საათები (11:00-19:00)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სპორტსბუქისა და ვებსაიტის პროდუქტის სტრატეგიისა და როუდმეფის განსაზღვრა და მართვა.
** პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა, იდეიდან დანერგვამდე და შემდგომი განვითარება.
** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ დავალებებად გარდაქმნა, User Story-ების მომზადება და პროდუქტის ბექლოგის მართვა.
** ფუნქციონალების პრიორიტეტიზაცია ბიზნეს მიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად.
** ახალი ფუნქციების დაგეგმვა, დანერგვა და არსებული ფუნქციონალისა და UX/UI-ის მუდმივი გაუმჯობესება დიზაინისა და დეველოპმენტის გუნდებთან თანამშრომლობით.
** პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფა, რელიზების მონიტორინგისა და გამოვლენილი პრობლემების დროული მართვის გზით.
** სპორტსბუქისა და ვებსაიტის მუშაობის, წარმადობის, სტაბილურობისა და მომხმარებლის გამოცდილების უწყვეტი მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
** პროვაიდერებთან და შიდა გუნდებთან (Development, Marketing, CRM, Compliance და სხვა) ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო პროცესების კოორდინაცია.
** KPI-ების, მომხმარებლის ქცევისა და უკუკავშირის ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.

კომპეტენციები და უნარები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება Product Manager-ის, Product Owner-ის ან მსგავს პოზიციაზე;
** სპორტსბუქის, iGaming-ის ან ონლაინ კაზინოს პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება;
** ვებპროდუქტებისა და ციფრული პროდუქტების განვითარების ციკლის (Product Lifecycle) ცოდნა;
** Agile/Scrum მეთოდოლოგიით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ მოთხოვნებად გარდაქმნისა და User Story-ების მომზადების გამოცდილება;
** Backlog-ის მართვისა და ფუნქციონალების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
** მონაცემების ანალიზისა და KPI-ების მონიტორინგის გამოცდილება;
** UX/UI პრინციპების საბაზისო ცოდნა;
** სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან (Development, Design, Marketing, CRM, Compliance და სხვა) ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
** პრობლემების ანალიზისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (ზეპირი და წერითი);
** Jira-ს, Confluence-ისა და Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: careers@setanta.bet

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროდუქტის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...