გაყიდვების სპეციალისტი
კომპანია "კარის სახლი" დაარსდა 2021 წელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით ქ.თბილისში, ქ.თელავში, ქ.ქუთაისში და ქ.ბათუმში. კომპანიია ოპერირებს საცალო ვაჭრობის მიმართულებით, ყიდის მზა კარს და საჭირო აქსესუარებს.
კომპანია "კარის სახლი" ეძებს გაყიდვების სპეციალისტს თბილისის ფილიალში.
თქვენს მოვალეობაში შევა:
** მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურეობის გაწევა და გაყიდვების სრული პროცესის მართვა;
** შეკვეთის განხორციელება, ვადების კონტროლი და შემდგომში მიღება, მითვლა, პროდუქციის შემოწმება რეალიზაციის განხორციელებამდე;
** შოურუმში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა;
** სავაჭრო სივრცეში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ხელმძღვანელისგან მიღებული დავალების დროულად შესრულება;
ვეძებთ გუნდის წევრს:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებით;
** პოზიტიურს და კომუნიკაბელურს;
** პუნქტუალურსა და დისციპლინირებულს;
** კომპანიასთან ერთად განვითარებაზე და ზრდაზე ორიენტირებულს;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5 დღე მუშაობა 2 დღე დასვენება / 40 საათიანი სამუშაო კვირა,
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ
** ანაზღაურება : ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი; (საშუალოდ 400 ლარიდან თვეში)
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr.doorhouse@gmail.com
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ კომპანია "კარის სახლმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს